ლარაგორის შესახებ
ლარაგორი ონლაინ აკადემიაა, რომელიც 2023 წლიდან საქმიანობს საქართველოში. აკადემია აქტიურადაა ჩართული, ქალაქ გორში, სწავლის ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და განვითარებაში და ორიენტირებულია ახალი თაობისთვის მომავლის პროფესიების დაუფლების ხელშეწყობაზე.
ლარაგორის საქმიანობა 3 ძირითად კომპონენტს მოიცავს
- ტექნიკური კომპონენტი - სწავლის თანამედროვე მეთოდებით და შეფასება პრაქტიკული დავალებებით.
- კარიერული ზრუნვა - დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების შესწავლა და გამომუშავება.
- ნეთვორქინგი - მუდმივი ვოქრქშოპები, მასტერკლასები, სპორტული შეჯიბრებები, ბუნებაში გასვლა და სხვა ხელშემწყობი აქტივობები.
ჩვენი მიზანი
- შევქმნათ ჯანსაღი ახალგაზრული საზოგადოება, რომელიც გაერთიანებული იქნება საერთო ხედვითა და ინტერესებით.
- გავაღრმავოთ მათი ინტერესი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
- გადავცეთ მათ ხარისხიანი ცოდნა ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.
- უზრუნველვყოთ მათი მზაობა ინფორმაციული ტექნოლოგიების დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის.
ჩვენი მთავარი ღირებულებები
- თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა ყველასთვის.
- მეგრობრული, არაფორმალური გარემო, სწავლის პროცესის საინტერესო თავგადასავლად გადაქცევისთვის.
- მოსწავლეების იდეებისა და ხედვების პატივისცემა და გათვალისწინება.
- სიახლეების დანერგვა და მუდმივი განვითარება.
- ხარისხიანი, ინოვაციური ცოდნის გადაცემის უზრუნველყოფა.